აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Axios-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ შესაძლოა ახლო აღმოსავლეთში მეორე ავიამზიდი და მისი მოერიშე ჯგუფი გაგზავნოს.
„არმადა უკვე მიემართება იქით და შესაძლოა, კიდევ ერთი წავიდეს“, - თქვა მან.
თეთრი სახლის ხელმძღვანელმა არ გამორიცხა ირანის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღების შესაძლებლობა, რაც შეიძლება 2025 წლის ზაფხულში ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების მსგავსი იყოს.
ამავდროულად, ის ვარაუდობს, რომ ისლამურ რესპუბლიკასთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდი მომავალ კვირას გაიმართება.
16 იანვარს Fox News სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში ირანთან დაძაბულობის ზრდის ფონზე, რეგიონში, სულ მცირე, ერთ ავიამზიდს გზავნის.