ნიდერლანდები უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდისთვის დამატებით დახმარებას გამოყოფს.
ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო იტყობინება.
ნიდერლანდების მიერ 35 მილიონი ევროს ოდენობის ახალი შენატანით ფონდის მეშვეობით გაწეული მხარდაჭერის საერთო რაოდენობა 100 მილიონ ევრომდე იზრდება.
აღნიშნული 35 მილიონი ევრო შენობების სახურავებზე მზის ენერგიის სისტემების დასამონტაჟებლად გამოიყენება.
პროექტის მიზანია კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების, პირველ რიგში, საავადმყოფოების, ენერგომომარაგების უზრუნველყოფა, რუსული თავდასხმების შემდეგ ელექტროენერგიის გათიშვის დროსაც კი.
დღეისათვის, უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდში საერთაშორისო პარტნიორების მიერ ხელმოწერილი შენატანების საერთო რაოდენობა 1.8 მილიარდ ევროს აჭარბებს.