აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი სომხეთში ჩავიდა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სომხეთში მეუღლესთან და დელეგაციის წევრებთან ერთად იმყოფება. დელეგაციის წევრებს შორის არის ეკონომიკურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიკობ ჰელბერგი. დღეს საღამოს ვენსი შეხვდება სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, რის შემდეგაც დაგეგმილია ერთობლივი განცხადება. ჯეი დი ვენსი ხვალ აზერბაიჯანში გაემგზავრება.
ორ ქვეყანაში ვენსის ვიზიტის მიზანია, ხელი შეუწყოს აშშ-ის პრეზიდენტის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია მშვიდობის დამყარებისკენ და ასევე პროექტ „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ წინ წაწევა. ეს პროექტი გულისხმობს სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებას, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე გაივლის და აზერბაიჯანს დააკავშირებს აზერბაიჯანის შემადგენლობაში შემავალ ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან.