სალომე ზურაბიშვილის თითოეული ქმედება ანეკდოტად ჩაითვლება. ღიმილისმომგვრელი და არასერიოზულია ზურაბიშვილზე რაიმე კომენტარის გაკეთება. ჯერ პრეზიდენტის შტანდარტით დარბოდა, შემდეგ შეიძლება, დედოფლობაც უნდოდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
კირცხალიას ჟურნალისტებმა ჰკითხეს: „კონსტიტუციურ არაღიარებაზე ცვლილებები ეხება თუ არა სალომე ზურაბიშვილს და დააკავებენ თუ არა მას?“.
ირაკლი კირცხალიას თქმით, ცვლილებები მიმართულია იმ ექსტრემიზმის წინააღმდეგ, რომელიც ფინანსდებოდა და ბრიუსელში მაღალ დონეზე იყო მხარდაჭერილი.
„დღეს არ ვიცი, სალომე ზურაბიშვილი საკუთარ თავს პრეზიდენტად აღიარებს, თუ მონარქად. რა კლინიკასთან გვაქვს საქმე, ნამდვილად არ ვიცით, მაგრამ ნურავის წაუცდება ექსტრემისტული განცხადება და მოწოდება, რომელიც კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ იქნება მიმართული. ეს ცვლილებები მიმართულია იმ ექსტრემიზმის წინააღმდეგ, რომელიც ფინანსდებოდა და ბრიუსელში მაღალ დონეზე იყო მხარდაჭერილი. ვერცერთ დახელფასებულ დაჯგუფებას საშუალებას ვერ მივცემთ, საქართველოში კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქმედებები განახორციელონ“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.