კვირას, ვენესუელაში 30 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლეს, მათ შორის ოპოზიციის ცნობილი ფიგურები. 8 იანვრის შემდეგ გათავისუფლებულთა რიცხვმა 383-ს მიაღწია. ამის შესახებ Reuters იუწყება.
გათავისუფლებულებს შორის არიან ნობელის პრემიის ლაურეატისა და ოპოზიციონერი ლიდერსი მარია კორინა მაჩადოს თანამოაზრეები, ხუან პაბლო გუანიპა და ცნობილი იურისტი პერკინს როჩა.
Reuters აღნიშნავს, რომ ეს არის კარაკასის ხელისუფლების მიერ განხორციელებული უახლესი გახმაურებული გათავისუფლებები, რომლებიც შეერთებული შტატების მხრიდან ზეწოლის ქვეშაა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით.
ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია Foro Penal იტყობინება, რომ კვირას 30 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლეს.
ორგანიზაციამ ასევე დაადასტურა, რომ 8 იანვრიდან, როდესაც ვენესუელის მთავრობამ გათავისუფლების ახალი რაუნდი გამოაცხადა, 383 პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს.
ოპოზიციური მოძრაობა Vente Venezuela -ს ადვოკატი პერკინს როჩა, 2024 წლის აგვისტოში ტერორიზმისა და მასთან დაკავშირებული დანაშაულების ბრალდებით დააკავეს.
ხუან პაბლო გუანიპა გასული წლის მაისში დააკავეს, რამდენიმეთვიანი მიმალვის შემდეგ, ტერორისტული შეთქმულების ხელმძღვანელობის ბრალდებით.
ორივე ყველა ბრალდებას უარყოფს.