უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ძლებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, დედაქალაქსა და რამდენიმე რეგიონში კი საჰაერო თავდასხმის საფრთხი გამოცხადდა.
კიევის მერმა მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასცლისკენ მოუწოდა.
კიევის სახელმწიფო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ, ასევე განაცხადა, რომ „მტრის შეტევა ბალისტიკური რაკეტებით გრძელდება“.
უკრაინის საჰაერო ძალებმა ჩერნიჰივის რეგიონში მაღალი სიჩქარით მოძრავი სამხედრო ობიექტების შესახებ განაცხადეს, რომლებიც ჯერ კიევის ოლქის, შემდეგ კი დედაქალაქის მიმართულებით მიემართებოდნენ.