ეგზიტპოლის მიხედვით, იაპონიის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ სანაე ტაკაიჩის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია (LDP) ლიდერობს.
როგორც Reuters ეგზიტპოლის შედეგებზე დაყრდნობით წერს, ვადამდელ არჩევნებში ტაკაიჩის პარტიამ, შესაძლოა, ქვედა პალატაში 300-ზე მეტი ადგილი მოიპოვოს. უმრავლესობისთვის საჭირო 233.
შედეგების მიხედვით, მმართველმა პარტიამ და მისმა პარტნიორმა, იაპონიის ინოვაციების პარტიამ, შესაძლოა, 465 ადგილიდან მისი ორი მესამედი დაიკავონ.