ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას აშშ-ის საზღვაო ძალების სპარსეთის ყურეში განლაგების არ ეშინია. იუწყება Euractiv.
საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ირანი არასდროს დათმობს ურანის გამდიდრების უფლებას, მაშინაც კი, თუ თუ თავს ომს მოგვახვევენ.
„ირანმა ძალიან მაღალი ფასი გადაიხადა თავისი მშვიდობიანი ბირთვული პროგრამისა და ურანის გამდიდრებისთვის“, - განაცხადა აბას არაღჩიმ თეირანში გამართულ ფორუმზე.
„რატომ ვითხოვთ ასე დაჟინებით გამდიდრებას და უარს ვამბობთ მის უარყოფაზე, მაშინაც კი, თუ ომს გვაიძულებენ? იმიტომ, რომ არავის აქვს უფლება გვიკარნახოს, როგორ მოვიქცეთ“, - თქვა მან.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მის ქვეყანას აშშ-ის საზღვაო ძალების სპარსეთის ყურეში განლაგების არ ეშინია.
„რეგიონში მათი სამხედრო განლაგება არ გვაშინებს“, - განაცხადა აბას არაღჩიმ მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა რეგიონში მდებარე ამერიკული ავიამზიდი „აბრაამ ლინკოლნი“ მოინახულა.
არაღჩიმ დასძინა, რომ ვაშინგტონის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და ბოლო დროს სამხედრო განლაგებები „ეჭვს ბადებს მეორე მხარის სერიოზულობასა და მზადყოფნაში რეალური მოლაპარაკებებისთვის“.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას, ვაფასებთ ყველა სიგნალს და გადავწყვეტთ, გავაგრძელოთ თუ არა მოლაპარაკებები“, - თქვა მან.