ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, სავარაუდოდ, 11 თებერვალს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება. შეხვედრაზე მხარეები ირანის საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ Bloomberg ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
„პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მომავალ ოთხშაბათს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება ირანთან მოლაპარაკებების განსახილველად“, - ნათქვამია პრესრელიზში.
მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებით, აშშ-სა და ირანს შორის ნებისმიერი მოლაპარაკება უნდა მოიცავდეს თემებს ბალისტიკური რაკეტების შეზღუდვისა და რეგიონში პროირანული ძალების მხარდაჭერის შეწყვეტის შესახებ.