აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინაში ომის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ მოლაპარაკებების წარმატებულ პროგრესზე ისაუბრა.
ამის შესახებ ტრამპმა Air Force One-ს ბორტზე ჟურნალისტებს განუცხადა.
„დღეს ჩვენ ძალიან კარგი მოლაპარაკებები გვქონდა რუსეთსა და უკრაინაზე, რამაც შეიძლება გარკვეული ცვლილებები გამოიწვიოს,“ - განაცხადა ტრამპმა.
უკრაინის გარდა, ტრამპმა აღნიშნა ირანთან „ძალიან კარგი“ მოლაპარაკებების შესახებაც.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე ყველა ჩართულ მხარესთან ინტენსიურ და კონსტრუქციულ კომუნიკაციას აწარმოებს.