ომანის დედაქალაქში ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყო. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.
ირანის დელეგაციას ხელმძღვანელობს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი, ხოლო ამერიკულ დელეგაციას - აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.
Reuters-ის ცნობით, დღის წესრიგთან დაკავშირებული დავა, განსაკუთრებით თეირანის სარაკეტო პროგრამასთან დაკავშირებული უთანხმოება, იმაზე მიუთითებს, რომ პროგრესის მიღწევა რთული იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, განაახლოს დიპლომატია თეირანსა და დასავლეთს შორის ხანგრძლივი ბირთვული დავის გამო, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ორი დღის წინ განაცხადა, რომ ვაშინგტონს სურს, მოლაპარაკებების დროს ირანის ბირთვული პროგრამა, მისი ბალისტიკური რაკეტები, რეგიონში შეიარაღებული დაჯგუფებების მხარდაჭერა და საკუთარი ხალხის მიმართ მოპყრობა.
ირანმა კი განაცხადა, რომ სურს, საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ და აშშ-ის წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სტივ უიტკოფმა ომანის დედაქალაქ მასკატში დაგეგმილი მოლაპარაკებების დროს მხოლოდ ბირთვული საკითხები განიხილონ.