უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აბუ დაბიში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციები შეთანხმდნენ, რომ მათი შემდეგი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.
ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.
მოლაპარაკებების ამ რაუნდის შედეგების შესახებ კითხვაზე ზელენსკიმ უპასუხა:
„ის ფაქტი, რომ ახლა განგაშის სიგნალი ამოქმედდა [იმ მომენტში საჰაერო განგაშის ხმა სიმოდა], ნიშნავს, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება მიღწეული არ არის. ვფიქრობ, ეს თქვენთვისაც და ჩემთვისაც ნათელია“.
პრეზიდენტმა დასძინა, რომ შემდეგ შეხვედრასთან დაკავშირებით, ისინი შეთანხმდნენ, რომ „შემდეგი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება“.
„როგორი იყო საუბრის ხასიათი და რაზე ისაუბრეს? ყველაფერზე ისაუბრეს. ფიქრობენ, რომ ინფორმაცია ძალიან სენსიტიურია. მათ სურთ ჩამოვიდნენ [უკრაინის დელეგაცია] და დეტალური ინფორმაცია მომაწოდონ. შემდეგ მე შევძლებ თქვენთან კომუნიკაციას და იმის გაგებას, თუ სად ვართ. მნიშვნელოვანია, რომ პროცესი გაგრძელდეს; ჩვენ უფრო სწრაფი შედეგი გვინდა. თუ შემდეგი შეხვედრა გაიმართება, მაშინ არსებობს დიალოგის გაგრძელების შანსი, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენ ნამდვილად გვსურს, რომ ომის დასრულებამდე მიგვიყვანოს,“ - განაცხადა ზელენსკიმ.