არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში უკრაინის დელეგაციამ რუსეთთან და შეერთებულ შტატებთან სამმხრივი მოლაპარაკებების მეორე დღე დაიწყო, რომელიც რუსეთთან ომის მოგვარებას ისახავს მიზნად.
ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი იუწყება.
„აბუ დაბიში მოლაპარაკებების მეორე დღე დაიწყო.
ჩვენ ვმუშაობთ იმავე ფორმატებით, როგორც გუშინ: სამმხრივი კონსულტაციები, ჯგუფური მუშაობა და პოზიციების შემდგომი სინქრონიზაცია. შედეგები მოგვიანებით“, - წერს უმეროვი.