უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 55 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. ამის შეასხებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეკომპანია France 2-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში ბრძოლის ველზე 55 000 ჯარისკაცი დაიღუპა, მათ შორის როგორც პროფესიონალი, ასევე მობილიზებული ჯარისკაცები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკის განცხადებით, 55 000-ს დაღუპულს შორის იყვნენ როგორც პროფესიონალი სამხედროები, ისე საომრად გაწვეულები. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დიდია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რიცხვიც.
2025 წლის თებერვალში უკრაინის პრეზიდენტმა ტელეკომპანია NBC News-ს განუცხადა, რომ დაღუპული უკრაინელი სამხედროების რიცხვი 46 000-ს აჭარბებს.