ირანი მოითხოვს აშშ-სთან ბირთვული შეთანხმების მოლაპარაკებების ადგილმდებარეობისა და ფორმატის შეცვლას, რომლებიც პარასკევს სტამბოლში არის დაგეგმილი. ამის შესახებ ინფორმაციას Axios სიტუაციასთან დაკავშირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ცნობით, ირანელები უარს ამბობენ ბოლო დღეებში მიღწეულ შეთანხმებებზე მას შემდეგ, რაც რამდენიმე ქვეყანა უკვე მიწვეულია მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად.
ირანელებს მოლაპარაკებების სტამბოლიდან ომანში გადატანა სურთ.
მათ ასევე სურთ მოლაპარაკების ორმხრივი ფორმატით ჩატარება, მხოლოდ შეერთებულ შტატებთან და არა რამდენიმე არაბულ და მუსლიმურ ქვეყანასთან, რომლებიც დამკვირვებლების სტატუსით მიიწვიეს.
სამშაბათს არაღჩი ტელეფონით ესაუბრა ომანელ და თურქ კოლეგებს, ასევე კატარის პრემიერ-მინისტრს.
ამასთან, უიტკოფი ისრაელში პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. ისრაელის ოფიციალური პირების თქმით, შეხვედრა ირანის საკითხს შეეხო.
ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და აბას არაღჩის შეხვედრა 6 თებერვალს, სტამბოლში იყო დაგეგმილი.