ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ გიორგი ბარამიძეს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას რუსეთის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ოკუპირებული დონეცკის ე.წ. “უზენაესმა სასამართლომ” საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, გიორგი ბარამიძე დაუსწრებლად დამნაშავედ ცნო “შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებულ მებრძოლად მონაწილეობისთვის” და 6 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ამავე ცნობით, ბარამიძე 2022 წლის თებერვალში ჩავიდა უკრაინაში, “ქართულ ლეგიონში” გაწევრიანდა და 2022 წლის აპრილამდე მონაწილეობას იღებდა რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ საბრძოლო ქმედებებში.
ბარამიძეზე ოკუპანტ ქვეყანას „საერთაშორისო ძებნა" ჰქონდა გამოცხადებული.