აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ისრაელში ჩავიდა. ამის შესახებ გამოცემა The Times of Israel იუწყება.
გამოცემის ცნობით, დღეს, სტივ უიტკოფი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება. შეხვედრის მთავარი თემა ირანი იქნება.
უიტკოფი ხვალ აბუ-დაბიში გაემგზავრება, სადაც უკრაინასა და რუსეთის შორის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდში მონაწილეობას მიიღებს.
ასევე, მედიის ინფორმაციით, სტივ უიტოფი პარასკევს სტამბოლში, ბირთვული შეთანხმების შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აბას არაღჩისთან მოლაპარაკებებს გამართავს.