ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე კიევში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, უკრაინის პრეზიდენტთან ერთად კიევში, თავისუფლების მოედანზე, რუსეთის წინააღმდეგ ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო.
„მარკ რუტესთან ერთად დაღუპული უკრაინელი დამცველების ხსოვნას პატივი მივაგეთ“, - წერს ზელენსკი.
ასევე კიევში, მარკ რუტე სიტყვით გამოვიდა უკრაინის უმაღლესი რადას მე-15 სესიის გახსნაზე.