კრემლის პრესპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინს შორის კონტაქტები მხოლოდ მოსკოვშია შესაძლებელი.
პესკოვს ჰკითხეს, განიხილავს თუ არა კრემლი ზელენსკისა და პუტინს შორის „ნეიტრალურ ტერიტორიაზე“ შეხვედრის ორგანიზების შესაძლებლობას.
„ზელენსკი კონტაქტებს გვთავაზობს, პუტინმა თქვა, რომ ისინი მოსკოვში შესაძლებელია. ეს პოზიცია ჩვენპოზიციად რჩება“, - განაცხადა პესკოვმა.
პესკოვმა მოსკოვის პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით „საკმაოდ თანმიმდევრული“ უწოდა.
„ჩვენ ღია ვართ მოლაპარაკებებისთვის. მიმდინარეობს მუშაობა სამუშაო ჯგუფების მეშვეობით. ჩვენ მივესალმებით ამას და მზად ვართ გავაგრძელოთ მუშაობა უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების ინტერესებიდან გამომდინარე“, - დასძინა მან.