უკრაინის დნიპროპეტროვსკის ოლქში რუსული დრონით ავტობუსის დაბომბვის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. დაშავდა კიდევ 7 ადამიანი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ავტობუსი პავლოგრადის რაიონის ერთ-ერთ საწარმოს ეკუთვნოდა.
უკრაინის მაღაროელთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარემ, მიხაილო ვოლინეცმა აღნიშნა, რომ რუსი ტერორისტები თავს დაესხნენ ქვანახშირის მომპოვებელ ობიექტს და ავტობუსს, რომელსაც მუშები გადაჰყავდა.
რუსებმა თავდასხმისას გამოიყენეს შაჰედის ოთხი ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი.