აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი საზღვაო ძალები ირანისკენ მიემართებიან და იმედი გამოთქვა, რომ თეირანთან შეთანხმებას მიაღწევენ.
ამის შესახებ მან თეთრ სახლში განკარგულებების ხელმოწერისას განაცხადა.
„ჩვენ გვყავს დიდი არმადა, ფლოტილია... რომელიც ახლა ირანისკენ მიემართება, კიდევ უფრო დიდი, ვიდრე ის, რაც ვენესუელაში იყო“, - თქვა ტრამპმა.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ ამჟამად ირანში მეტ გემს აგზავნის.
„ვიმედოვნებთ, რომ შეთანხმებას მივაღწევთ. თუ შეთანხმებას მივაღწევთ, ეს კარგი იქნება. თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, ვნახოთ, რა მოხდება“, - დასძინა მან.
შეგახსენებთ, 28 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანისკენ უზარმაზარი არმადა მიემართება და ირანს მოუწოდა სწრაფად დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და გააფორმებს სამართლიანი შეთანხმებას - ბირთვული იარაღის გარეშე.
„იმედია, ირანი სწრაფად დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან და მოლაპარაკებას დაიწყებს სამართლიან და თანასწორ შეთანხმებაზე - ბირთვული იარაღის გარეშე - ისეთზე, რომელიც ყველა მხარისთვის კარგი იქნება. დრო იწურება, ეს ნამდვილად არსებითია! როგორც ერთხელ უკვე ვუთხარი ირანს, დადეთ შეთანხმება! მათ ეს არ გააკეთეს და იყო „ოპერაცია „შუაღამის ჩაქუჩი“, ირანის მასშტაბური განადგურება. შემდეგი თავდასხმა გაცილებით უარესი იქნება! არ დაუშვათ, რომ ეს ისევ მოხდეს“,- დაწერა ტრამპმა.