ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად კაცი დაიღუპა.
ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "აჭარა თაიმსი" ავრცელებს
შემთხვევა ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ მრავალბინიან კორპუსში მოხდა.
ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი იმყოფებოდა, თუმცა კაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს