შეერთებულ შტატებთან ომისშემდგომი აღდგენის შესახებ შეთანხმების ის სფეროები განვსაზღვრეთ, რომლებიც შემდგომ განვითარებას საჭიროებენ, - ამის შესახებ უკლრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, შედეგებს რაც შეიძლეება მალე უნდა მიაღწიონ.
ჩვენს მომლაპარაკებელ გუნდთან და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, ჩვენ განვსაზღვრეთ ომისშემდგომი რეკონსტრუქციის შესახებ შეერთებულ შტატებთან შეთანხმების ის სფეროები, რომლებიც შემდგომ განვითარებას საჭიროებს.
ამერიკულ მხარესთან მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, ხოლო უკრაინულ მხარეს მაქსიმალური ეფექტურობით ვმუშაობთ.
მადლობას ვუხდი შეერთებული შტატების პრეზიდენტის წარმომადგენლებს მოლაპარაკებებისადმი მათი კონსტრუქციული მიდგომისთვის. ჩვენ რაც შეიძლება მალე უნდა მივაღწიოთ შედეგებს.