დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი 28 იანვარს ჩინეთში ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პეკინში ჩავიდა.
პეკინის გარდა, სტარმერი შანხაისაც ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი შეხვდება ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს, ასევე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერ-მინისტრ ლი ციანგს და ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივი კომიტეტის თავმჯდომარე ჩჟაო ლენცზის.
2024 წლის აგვისტოში კირ სტარმერი სი ძინპინს ტელეფონით ესაუბრა.
მაშინ ჩინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამჟამინდელ რთულ საერთაშორისო გარემოში ჩინეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ორმხრივი ურთიერთობები გრძელვადიანი და სტრატეგიული პერსპექტივიდან უნდა განიხილონ, შეინარჩუნონ ძლიერი პარტნიორობა და გააფართოვონ დიალოგი და თანამშრომლობა.