ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონი ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თეთრ სახლში ერთ-ერთ კედელზე დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის საერთო ფოტო დაკიდეს.
მისი თქმით, ეს თუ სიმართლეა, სამართლიან და მდგრად მშვიდობას მოცდა მოუწევს.
„ეს თუ სიმართლეა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, თეთრი სახლის კედელზე XXI საუკუნის ომის უდიდესი დამნაშავის ფოტო ჩამოკიდოს, მაშინ სამართლიან და მდგრად მშვიდობას მოცდა მოუწევს. სამწუხაროდ“, – წერს ის სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ამერიკელი ჟურნალისტი ელიზაბეტ ლენდერსი X-ზე გამოქვეყნებული პოსტში წერს, რომ თეთრი სახლის ერთ-ერთ დერეფანში ტრამპი-პუტინის ერთობლივი ფოტო დაკიდეს, რომელიც ალასკას სამიტის დროს არის გადაღებული.
„შევამჩნიე, რომ ვესტიბიულში, რომელიც რეზიდენციას დასავლეთ ფრთასთან აკავშირებს, ერთ-ერთ კედელზე დაკიდებულია ალასკაზე გადაღებული ტრამპისა და პუტინის ერთობლივი ფოტო“, - წერს ჟურნალისტი.