აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკული სამხედრო ხომალდების კიდევ ერთი „არმადა“ ირანისკენ მიემართება.
ტრამპმა ამის შესახებ აიოვაში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. იუწყება The Jerusalem Post
„ივნისში, ოპერაცია „შუაღამის ჩაქუჩის“ დროს ჩვენ გავანადგურეთ ირანის ბირთვული შესაძლებლობები.
ხალხი ამას 22 წელი ელოდა... მათ ბირთვული იარაღის მიღებამდე ერთი თვე აშორებდათ. ჩვენ ეს უნდა გაგვეკეთებინა“, - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ ამერიკული სამხედრო ხომალდების „არმადა“ ირანისკენ მიემართება.
„ახლა ირანისკენ კიდევ ერთი შესანიშნავი არმადა მიემართება...
იმედი მაქვს, ნამდვილად იმედი მაქვს, რომ ისინი შეთანხმებას დადებენ. ირანს თავიდანვე უნდა დაედო შეთანხმება“,- განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Axios-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანს აშშ-სთან შეთანხმების დადება სურს.
ცოტა ხნით ადრე, ცნობილი გახდა, რომ ატომური ავიამზიდი USS Abraham Lincoln რამდენიმე გამანადგურებლის თანხლებით
ცოტა ხნის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავიამზიდი USS Abraham Lincoln ორშაბათს აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) პასუხისმგებლობის ზონაში შევიდა.