სამშაბათს ღამით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ანექსირებულ ყირიმში რუსულ Тор-М2-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემას დაარტყეს. ამის შესახ ებ უკრაინის გენშტაბი იუწყება.
„რუსი აგრესორის შეტევითი პოტენციალის შემცირების ფარგლებში, 27 იანვრის ღამეს, უკრაინის თავდაცვის ძალების დანაყოფებმა უკრაინის ყირიმის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფელ კაჩასთან ახლოს, Tor-M2 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემა გაანადგურეს,“ - აღნიშნულია გენშტაბის ინფორმაციაში.
გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ ზარალის ოდენობა დგინდება.