ისრაელმა ღაზის სექტორიდან ბოლო უკანასკნელი მძევლის ცხედარი დაიბრუნა. ინფორმაციას ისრაელის მედია თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ უფროსი სერჟანტის რან გვილის ცხედარი ნაპოვნი და იდენტიფიცირებულია და მას სამშობლოში გადაასვენებენ.
24 წლის პოლიციის სერჟანტი რან გვილი, სამხრეთ ისრაელში კიბუც ალუმიმის დაცვისას ჰამასის თავდასხმის დროს 2023 წლის 7 ოქტომბერს დაიღუპა.