დღეს, 30 ნოემბერს, 19:00 საათზე, კულტურის ცენტრ "მუზაში" გიორგი მთაწმიდელის დაბადებიდან 1000 წლისთავისადმი მიძღვნილი გალობის საღამო გაიმართება.
საღამოში ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობენ.
საგალობლებს შეასრულებენ გორის გიორგი მთაწმიდელის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეთა გუნდი; ფოლკლორული ანსამბლი "ბასიანი"; ფოლკლორული ანსამბლი "მართვე"; ურუშაძეების საბავშვო სტუდია; ფოლკლორული ანსამბლი "დიდგორი"
ქვაშუეთის მგალობელთა გუნდი "აღსავალი"; ფოლკლორული ანსამბლი "თამარიონი"
ფოლკლორული ანსამბლი "შემოქმედი"; მგალობელთა გუნდი "სათანაო"; იოანე ღვთისმეტყველის სახელობის მგალობელთა გუნდი "იალონი"; ფოლკლორული ანსამბლი "ზედაშე"; მამა დავითის სახელობის ტაძრის მგალობელთა გუნდი; ლიხაურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მგალობელთა გუნდი და ამაღლების ტაძრის მგალობელ ვაჟთა გუნდი.