კვირას, 25 იანვარს, ამერიკის მეინის შტატში აფრენისას ჩამოვარდა ბიზნეს-თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 8 ადამიანი იმყოფებოდა.
ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია ავრცელებს.
„თვითმფრინავი Bombardier Challenger 600 მენის შტატის ბანგორის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენისას, კვირას, 25 იანვარს, ადგილობრივი დროით დაახლოებით საღამოს 7:45 საათზე ჩამოვარდა. ბორტზე რვა ადამიანი იმყოფებოდა.
ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია (FAA) და ეროვნული სატრანსპორტო უსაფრთხოების საბჭო (NTSB) გამოძიებას ჩაატარებენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ინციდენტის შემდეგ ბანგორის აეროპორტი დაიხურა.
შეგახსენებთ, აშშ-ში ძლიერი ქარბუქია. მედიის ცნობით, მეინში ტემპერატურა ნულ გრადუსზე დაბალია, ხოლო თოვლი ხილვადობას ძალიან ამცირებს. ქვეყნის მასშტაბით, ბოლო ორ დღეში 14 000-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა.