აშშ-ში საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები იმართება.
მედიის ცნობით, ICE-ის ფედერალური აგენტის მიერ აქტივისტის მკვლელობის გასაპროტესტებლად და დაღუპულისთვის სოლიდარობის ნიშნად ჩრდილოეთ კალიფორნიაში, სან-ფრანცისკოსა და ოკლენდის ქუჩებში ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა. აქციები გაიმართა ვაშინგტონში, ჩიკაგოსა და პორტლენდშიც.
მინეაპოლისის მერმა, ჯეიკობ ფრეიმ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შტატში იმიგრაციის კონტროლის ოპერაციების დაუყოვნებლივ დასრულებისკენ მოუწოდა.
„კიდევ რამდენი მცხოვრები, კიდევ რამდენი ამერიკელი უნდა დაიღუპოს ან მძიმედ დაშავდეს, სანამ ეს ოპერაცია შეწყდება?“ - განაცხადა ფრეიმ პრესკონფერენციაზე.
შტატის გუბერნატორმა და ორმა სენატორმა ასევე მოუწოდეს ფედერალურ აგენტებს, დატოვონ შტატი.
დონალდ ტრამპმა მინესოტის შტატის გუბერნატორი და მინეაპოლისის მერ „აჯანყების წაქეზებასა“ და ფედერალური აგენტების მუშაობისთვის ხელის შეშლაში დაადანაშაულა.
ცნობისთვის, 24 იანვარს მინეაპოლისში ფედერალურმა აგენტებმა კიდევ ერთი ადამიანი მოკლეს. აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, სასაზღვრო სამსახურის აგენტებმა კაცს, რომელიც მათ ცეცხლსასროლი იარაღით უახლოვდებოდა, თავდაცვის მიზნით გაუხსნეს ცეცხლი. მინეაპოლისის პოლიციის მეთაურის, ბრაიან ო’ჰარას თქმით, მოკლული 37 წლის კაცი აშშ-ის მოქალაქე იყო. მას იარაღი კანონიერად ჰქონდა.