ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთზე ზეწოლას ახდენს უკრაინაში ომის გამო და აღნიშნავს, რომ სიტუაცია დასავლეთის ქვეყნების პერსპექტივიდან დადებითად ვითარდება. ამის შესახებ სტუბმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი დიდ ზეწოლას ახდენს რუსეთზე და იმედი მაქვს, რომ ის ამას გააგრძელებს“, – განაცხადა სტუბმა.
სტუბის თქმით, არ არის დარწმუნებული, რომ 20-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას, რომელიც მოიცავს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებსა და ქვეყნის რეკონსტრუქციას რუსეთი მიიღებს.