აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის გადაჭარბებულ ძალას არ გამოიყენებს.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ჩვენ არაფერს მივიღებთ, თუ მე არ გადავწყვეტ გადაჭარბებული ძალის გამოყენებას. ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეუჩერებლები ვიქნებით, მაგრამ მე ამას არ გავაკეთებ. ხალხს ეგონა, რომ ძალას გამოვიყენებდი. არ მჭირდება ძალის გამოყენება, არ მინდა ძალის გამოყენება, არ გამოვიყენებ ძალას. ერთადერთი რამ, რასაც აშშ ითხოვს, არის ადგილი სახელად “გრენლანდია”, რომელიც უკვე გვქონდა როგორც მეურვეს, მაგრამ პატივისცემით დანიას დავუბრუნეთ არც ისე დიდი ხნის წინ, მას შემდეგ, რაც გერმანელები, იაპონელები, იტალიელები და სხვები დავამარცხეთ მეორე მსოფლიო ომში. დავუბრუნეთ ის. ძალიერები ვიყავით მაშინ, მაგრამ ახლა გაცილებით უფრო ძლიერები ვართ, მას შემდეგ, რაც აღვადგინე სამხედრო ძალები ჩემი პირველი ვადის დროს და ახლაც ვაგრძელებ ამას. ჩვენი სამხედრო ბიუჯეტი 1,5 ტრილიონი დოლარია“, - განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, ძლიერი და უსაფრთხო ამერიკა ძლიერ ნატო-ს ნიშნავს.
"მათ არჩევანი აქვთ, შეგიძლიათ თქვათ “კი” და ძალიან დავაფასებთ ამას, ან შეგიძლიათ თქვათ “არა” და ამას დავიმახსოვრებთ. ძლიერი და უსაფრთხო ამერიკა ძლიერ ნატო-ს ნიშნავს”, - განაცხადა ტრამპმა.