მედიის ცნობით, ადიღეს რესპუბლიკაში, ტახტამუკაისკის რაიონში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის მოგერიების დროს რაკეტა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა.
დაშავდა სულ მცირე 11 მოქალაქე, მათ შორის, ბავშვები.
დაიწვა მანქანები, ჩაიმსხვრა ფანჯრები, ჩამოინგრა საცხოვერებელი სახლის რამდენიმე აივანი.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების რეჟიმი შემოიღეს. მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების სამსახურები.