შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს და მიგრაციის დეპარტამენტის უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის დასავლეთ სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 2003 წელს დაბადებული რ.ს. დააკავეს.
დაკავებული მამაკაცი, თურქეთის რესპუბლიკის მიერ, ელექტრონულ მონაცემთა დამუშავების სისტემების გამოყენებით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით იძებნებოდა.
სამართალდამცველებმა რ.ს. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში დააკავეს.
დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.