სირიის პრეზიდენტი დონალდ ტრამპს ესაუბრა,. ინფორმაციას მედია სირიის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ლიდერებმა განიხილეს სირიელი ქურთების უფლებების გარანტიები.
„სატელეფონო საუბრისას ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ქურთი ხალხის უფლებებისა და დაცვის გარანტირების აუცილებლობას სირიის სახელმწიფოს ფარგლებში“, – ნათქვამია სირიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ცნობით, „მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ თანამშრომლობას ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლისა და მისგან წამოსული საფრთხეების დასრულების მიზნით“.