აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უდაოდ შევა მსოფლიო ისტორიაში, თუ გრენლანდიის შეერთების საკითხს გადაწყვეტს.
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
„აქ, შესაძლოა, ჩვენ შეგვიძლია თავი შევიკავოთ იმისგან, კარგია ეს თუ ცუდი, რა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის პარამეტრებს ან რა არ შეესაბამება...
თუმცა არსებობენ საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ გრენლანდიის შეერთების საკითხის გადაწყვეტით, ტრამპი აუცილებლად შევა ისტორიაში. და არა მხოლოდ შეერთებული შტატების ისტორიაში, არამედ მსოფლიო ისტორიაშიც. და, ვიმეორებ, იმის განხილვის გარეშე, კარგია ეს თუ ცუდი, ძნელია არ დაეთანხმო ამ ექსპერტებს“, - აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა.