გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა იენს-ფრედერიკ ნილსენმა განაცხადა, რომ გრენლანდია ვაშინგტონის ზეწოლას არ დაექვემდებარება, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მუქარის მიუხედავად ტარიფებს დაწესებასთან დაკავშირებით.
„გრენლანდია დემოკრატიული საზოგადოებაა, რომელსაც აქვს უფლება, მიიღოს საკუთარი გადაწყვეტილებები. აშშ-ის ბოლოდროინდელი განცხადებები, მათ შორის მუქარა ტარიფების შესახებ, ამ პოზიციას არ ცვლის. ჩვენ ზეწოლას არ დავექვემდებარებით“, - დაწერა ნილსენმა Facebook-ზე.
მან დასძინა, რომ გრენლანდია დიალოგის, პატივისცემისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვა მოითხოვს.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სავაჭრო ტარიფებს დაუწესებს ყველა იმ ქვეყანას, რომელიც მხარს უჭერს დანიის ტერიტორიულ მთლიანობას და საკუთარი სამხედროები გააგზავნეს გრენლანდიაში. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, 10%-იანი ტარიფები პირველი თებერვლიდან დაუწესდება დანიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ნიდერლანდებს, ფინეთს, ნორვეგიას და დიდი ბრიტანეთს. მისივე თქმით, გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება თუ არ შედგება, მაშინ პირველი ივნისიდან ტარიფები 25%-მდე გაიზრდება.