ჩვენი ქვეყნის უზენაესი ლიდერის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესია ირანელი ერის წინააღმდეგ ტოტალური ომის ტოლფასია, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშქიანი სოციალურ ქსელში წერს.
"ირანის ხალხი ცხოვრებაში გაჭირვებასა და სირთულეებს თუ აწყდება, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დიდი ხნის მტრობა და შეერთებული შტატების მთავრობისა და მისი მოკავშირეების მიერ დაწესებული არაადამიანური სანქციებია.
ჩვენი ქვეყნის უზენაესი ლიდერის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესია ხალხის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის ტოლფასია",- წერს ირანის პრეზიდენტი..