სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვეფხია კასრაძის განცხადებასთან დაკავშირებით უკვე მიმართა პროკურატურას, რათა უმოკლეს ვადაში მოხდეს განცხადების ავტორის გამოკითხვა და დადგინდეს, რასთან გვაქვს საქმე სინამდვილეში, – ამის შესახებ სუს-ის განცხადებაშია აღნიშნული.
„ერთი მხრივ, თეორიულადაც რომ დავუშვათ განცხადებაში მოტანილი ფაქტების სისწორე, ის დეტალურად არის გამოსაძიებელი, მეორე მხრივ კი, არ შეიძლება, ვინმეს შეეძლოს, საკუთარი ქვეყნის სპეცსამსახურს ასე ხელაღებით დააბრალოს სასტიკი დანაშაული. ორივე შემთხვევაში, გაკეთებული განცხადება დეტალურ შესწავლას, მეტ კონკრეტიკას და ოდნავი დეტალიზაციის შემთხვევაშიც კი, სრულყოფილ გამოძიებას საჭიროებს“, – აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.
2024 წელს, საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა ვეფხია კასრაძემ "ტვ პირველთან" სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ სუსი მისი შვილის გატაცებას გეგმავდა.