ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ვან ვიილმა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას გრენლანდიის მხარდაჭერისადმი ევროპის რამდენიმე ქვეყნის პოზიციის გამო, მათთვის ტარიფების დაწესების შესახებ, შანტაჟი უწოდა და აღნიშნა, რომ მოკავშირეები ასე არ იქცევიან.
„მოკავშირეები ერთმანეთს ასე არ ექცევიან... რაც ხდება, შანტაჟია. და ამის საჭიროება არ არსებობს, რადგან ეს ალიანსის გაძლიერებას არ უწყობს ხელს. ეს ასევე არ უწყობს ხელს გრენლანდიის უსაფრთხოებას“, - განაცხადა ვან ვიილმა ტელერახ NPO 1-ის ეთერში.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ძალიან გაკვირვებული იყო იმით, რომ გასულ კვირას შეერთებულ შტატებს, დანიასა და გრენლანდიას შორის გამართული შეხვედრის მიუხედავად, თუ რამდენად მოულოდნელად დაიძაბა კუნძულის გარშემო სიტუაცია ბოლო დღეებში.
„დანიამ თხოვნით მიმართა: „შემოგვიერთდით, კიდევ რამდენიმე ქვეყანა, რათა ამერიკას ვაჩვენოთ, რომ უსაფრთხოებას სერიოზულად ვუყურებთ“. ეს იყო განზრახვა; ეს პოზიტიური პროგრამაა. შემდეგ კი ამის გამო გსჯიან“, - განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შაბათს განაცხადა, რომ 1-ლი თებერვლიდან რამდენიმე ქვეყანას, რომლებიც არ ეთანხმებიან მის პოზიციას გრენლანდიასთან დაკავშირებით, ტარიფები დაეკისრება.
მისი თქმით, 2026 წლის 1-ელი თებერვლიდან დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, გაერთიანებულ სამეფოს, ნიდერლანდებსა და ფინეთს შეერთებულ შტატებში ექსპორტირებულ ყველა საქონელზე 10%-იან ტარიფს დაუწესებატ. 2026 წლის 1-ელი ივნისიდან ტარიფი 25%-მდე გაიზრდება.