უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსთან, ოლეგ ივაშჩენკოსთან შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ელექტროენერგიის გადამცემ ქვესადგურებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ატომური ელექტროსადგურების მუშაობას თავდასხმებს ამზადებს. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის ოლეჰ ივაშჩენკოს ანგარიში. ძირითადად რუსული არმიის კონკრეტულ ამოცანებზე. ჩვენ ვერ ვხედავთ აგრესორის მხრიდან მზაობას, შეასრულოს რაიმე შეთანხმება და დაასრულოს ომი. თუმცა, საკმარისი ინფორმაცია არსებობს ჩვენს ენერგეტიკულ სექტორსა და ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ელექტროენერგიის გადამცემ ქვესადგურებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ უკრაინის ატომური ელექტროსადგურების მუშაობას“, - წერს ზელენსკი.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მკაცრი ზამთრის განმავლობაში ენერგეტიკის სექტორზე რუსეთის ყოველი თავდასხმა ასუსტებს და აუფასურებს ომის დასრულებისკენ მიმართული ძირითადი სახელმწიფოების, განსაკუთრებით კი შეერთებული შტატების ძალისხმევას.
„უკრაინა დიპლომატიაში უკიდურესად კონსტრუქციულია, რუსეთი კი მხოლოდ თავდასხმებსა და ადამიანების დაშინებაზეა ორიენტირებული. პარტნიორებმა აქედან შესაბამისი დასკვნები უნდა გამოიტანონ.
ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას მსოფლიოში მათ გადავცემთ, ვისი გავლენაც მნიშვნელოვანია და ვისაც შეუძლია დახმარება“, - თქ ვა პრეზიდენტმა.
შაბათს, უფრო ადრე, მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ განაცხადა, რომ რუსეთი განიხილავს უკრაინის ატომური ელექტროსადგურების ქვესადგურებზე თავდასხმებს, რათა უკრაინა აიძულოს, დაეთანხმოს მიუღებელ მოთხოვნებს.