კანადამ და ჩინეთმა ტარიფების შემცირების საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს.
კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის თქმით, კანადამ ჩინეთთან მიაღწია შეთანხმებას, რომლითაც ჩინურ ელექტრომობილებზე დაწესებული 100%-იანი ტარიფი მცირდება კანადურ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე ტარიფების შემცირების სანაცვლოდ.
როგორ კანადის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ჩინური ელექტრომობილების ექსპორტი კანადაში თავდაპირველად 49 000 ერთეულით იქნება შეზღუდული, რაც ხუთი წლის განმავლობაში 70 000-მდე გაიზრდება.
ჩინეთი პირველი მარტიდან 15%-მდე შეამცირებს საბაჟო ტარიფებს რაფსზე. ამასთან, კანადური ბარდა, ლობსტერი და კიბორჩხალა პირველი მარტიდან, სულ მცირე, წლის ბოლომდე არ დაექვემდებარება ტარიფებს. მარკ კარნის განმარტებით, ამან კანადელ ფერმერებს, შესაძლოა, სამი მილიარდი დოლარის შემოსავალი მოუტანოს.