სეულის სასამართლომ სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის წინააღმდეგ პირველი განაჩენი გამოიტანა, ექს-პრეზიდენტს, რომელსაც ბრალად ედება მისი დაპატიმრების მცდელობისთვის ხელის შეშლა, საომარი მდგომარეობის შემოღების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ Reuters იუწყება.
სამხრეთ კორეის სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტი დამნაშავედ ცნო ხელისუფლებისთვის 2024 წლის დეკემბერში მის მიერ საომარი მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებული დაპატიმრების ორდერის აღსრულებაში ხელის შეშლაში.
იუნ სუკ იოლიმ 2024 წლის 3 დეკემბერს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, ქვეყანაში მოულოდნელად საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და არჩევნებში გამარჯვებულ თავის ოპონენტებს პარლამენტში შესვლის საშუალებას არ აძლევდა. საპასუხოდ, პარლამენტმა მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო და თანამდებობიდან გადააყენეს.
მას ბრალად საომარი მდგომარეობის უკანონოდ გამოცხადება, კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ ამბოხება და სახელმწიფო ღალატი ედებოდა. იოლი 2025 წლის 15 იანვარს დააკავეს.