დონალდ ტრამპთან შეხვედრა შესანიშნავი იყო. ამის შესახებ ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა, მარია კორინა მაჩადომ თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.
მაჩადოს თქმით,აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრამ „ძალიან კარგად“ ჩაიარა.
„მე შეერთებული შტატების პრეზიდენტს ნობელის მშვიდობის პრემიის მედალი გადავეცი“, - განაცხადა მან ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც მათი პირველი პირისპირ შეხვედრა იყო.
მისი თქმით, საჩუქარი „ტირანიის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის ბრძოლაში“ მის ქვეყანასა და აშშ-ს შორის „ძმობის ნიშანია“.
შეხვედრის შემდეგ ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი თეთრ სახლთან შეკრებილ მხარდამჭერებს შეხვდა. მათ ხელში ეჭირათ ბანერები წარწერით: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“.
ცნობისთვის, მშვიდობის დარგში ნობელის 2025 წლის პრემია ვენესუელელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მარია კორინა მაჩადოს გადაეცა. როგორც ნობელის კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამია, მარია კორინა მაჩადოს ჯილდო ვენესუელელი ხალხის დემოკრატიული უფლებებისთვის დაუღალავი მუშაობისა და დიქტატურიდან დემოკრატიაზე სამართლიანი და მშვიდობიანი გადასვლის მისაღწევად ბრძოლისთვის მიენიჭა.