თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ ხუთშაბათს განაცხადა, რომ ქვეყანა ესტონეთსა და რუმინეთში, ნატო-ს საჰაერო სივრცის პატრულირების გაძლიერებული მისიის ფარგლებში გამანადგურებლების განლაგებას გეგმავს. ამის შესახებ Reuters იუწყება.
უწყების ცნობით, თურქეთი ესტონეთში 2026 წლის აგვისტოდან ნოემბრამდე ოთხთვიან განლაგებას გეგმავს, რასაც მოჰყვება კიდევ ერთი როტაცია რუმინეთში 2026 წლის დეკემბრიდან 2027 წლის მარტამდე.
თურქეთის თავდაცვისა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ნატო-ს საჰაერო პატრულირების ოპერაციებში, რომლებიც მიზნად ისახავს მოკავშირეთა საჰაერო სივრცის დაცვას მშვიდობიან პერიოდში.