მედიის ცნობით, აშშ-ის სენატის რესპუბლიკელმა წევრებმა მხარი დაუჭირეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და დაბლოკეს რეზოლუცია, რომელიც ვენესუელაში დონალდ ტრამპის სამხედრო მოქმედებების უფლების შეზღუდვას ითვალისწინებდა
კენჭისყრა ოთხშაბათს, 14 იანვარს გაიმართა და მინიმალური უპირატესობით, 51 ხმით 50-ის წინააღმდეგ დასრულდა, გადამწყვეტი ხმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯეიდივენსმა მისცა.
რეზოლუციის ავტორმა, ვირჯინიის შტატის დემოკრატმა სენატორმა ტიმ კეინმა თეთრი სახლი რესპუბლიკელი კანონმდებლების დაშინებაში დაადანაშაულა.
მისი თქმით, თუ ტრამპი ვენესუელაში თავის ქმედებებს გამართლებულად მიიჩნევს, გაუგებარია, რატომ აიძულებს ის პარტიას პროცედურული მანევრების გამოყენებას საჯარო დებატებისა და კონგრესში კენჭისყრის თავიდან ასაცილებლად.