ვითარების მკვეთრი ესკალაციის ფონზე, ირანის ხელისუფლებამ საჰაერო სივრცე დახურა, გარდა გარკვეული დაშვებული საერთაშორისო რეისებისა.
თეირაის დროით 4:30 საათიდან ირანის თავზე თითქმის არცერთი თვითმფრინავი არ დაფრინავს - მხოლოდ ერთი რეისი შესრულდა ჩინეთის ქალაქ შენჟენიდან.
გარდა ამისა, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ქვედანაყოფები მაქსიმალურ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. ეს გადაწყვეტილება რეგიონში სიტუაციის ესკალაციისა და პოტენციური გარე საფრთხეების ფონზე იქნა მიღებული.
როგორც ირანული გამოცემა Tasnim წერს, ირანის საჰაერო თავდაცვის სარდლობას უბრძანეს დაუყოვნებლივ გაუხსნას ცეცხლი ნებისმიერ თვითმფრინავს, რომელიც ქვეყნის საჰაერო სივრცეში მკაფიო იდენტიფიკაციის გარეშე შევა.