აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას მზად არის თუ არა გრენლანდია ძალის გამოყენებით დაიკავოს და და თქვა, რომ ჟურნალისტი ასეთ გეგმებს მას მიაწერს.
„ამას თქვენ ამტკიცებთ. თქვენ მეუბნებით, მე რის გაკეთებას ვაპირებ, მაგრამ თქვენ არ იცით, რას ვაპირებ“, - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში.
ამასთან, ჟურნალისტმა დონალდ ტრამპს ჰკითხა, არის თუ არა მზად, დატოვოს ნატო-ს ალიანსი გრენლანდიის მისაღებად.
„არ ვაპირებ ვარიანტებზე უარის თქმას. გრენლანდია ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული უსაფრთხოებისთვის, მათ შორის დანიისთვის”, – უპასუხა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, პრობლემა ის არის, რომ თუ რუსეთი ან ჩინეთი გრენლანდიის დაკავებას მოისურვებს, დანიას ამის თავიდან აცილება არ შეუძლია, აშშ-ს კი შეუძლია.