გვითხრეს, რომ ირანში მკვლელობები და სიკვდილით დასჯა შეწყდა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მედიასთან საუბრისას განაცხადა.
"ჩვენ შეგვატყობინეს, რომ ირანში მკვლელობები წყდება და შეჩერებულია და არ არსებობს სიკვდილით დასჯის გეგმები. მე ეს ინფორმაცია სანდო წყაროსგან ახლახან მივიღე. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ბევრი საუბრობდა იმაზე, რომ დღეს სიკვდილით დასჯის დღე იქნებოდა, თუ ეს მოხდება, ჩვენ ძალიან გავბრაზდებით.მაგრამ ამ წამს მომივიდა ეს ინფორმაცია, რომ მკვლელობები შეწყდა, რომ სიკვდილით დასჯები შეწყდა და სიკვდილით დასჯა არ ექნებათ, რაზეც ბევრი ადამიანი ლაპარაკობდა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რომ დღეს სიკვდილით დასჯის დღე უნდა ყოფილიყო,” - განაცხადა ტრამპმა.